вторник, 8 июня 2010 г.





1.პროექტის სათაური: ბგერები და მუსიკა


2.პროექტის მოკლე აღწერა:მექანიკური ტალღები,კერძოდ ბგერები.ბგერები, კერძოდ:მუსიკალური ტონი,მუსიკალური ბგერები,ხმაური და აფეთქება.ამ პროექტიდან კარგად ძანს ფიზიკისა და მუსიკის კავშირი.

3.პროექტის სრული აღწერა:პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ბგერების ფიზიკური არსის გაგება და ხელოვნებასთან,ასევე მედიცინასთან დაკავშირება.ჩვენს ირგვლივ უამრავი რხევა არსებობს,მათ შორის არის ისეთი მექანიკური რხევები,რომელთა ტალღის სახით გავრცელების შედეგად ადამიანის ყურზე იწვევს სმენით შეგრძნებას,სწორედ ამ ტალღებს ეწოდება ბგერები,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენს ირგვლივ მხოლოდ ისეთი ბგერებია რომელიც გვესმის.არსებობს ბგერები რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვავს და აღიქვავს ზოგიერთი ცოცხალი არსება,ასეთია ინფრა და ულტრა ბგერები.იმისათვის რომ ბგერითი ტალღა გავრცელდეს საჭიროა დრეკადი გარემოს არსებობა,ვკუუმში ბგერა არ ვრცელდება.ბგერები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიმაღლით, ხმამაღლობითა და ტემბრით,რომლებიც შესაბამისად ხასიათდებიან:რხევის სიხშირით,რხევის ამპლიტუდით და ბგერის სპექტრული შედგენილობი სუბიექტური შეფასებით.ამდენად მნიშვნელოვანია ხელოვანთათვის ფიზიკის იმ დარგის ცოდნა რასაც აკუსტიკა ჰქვია,რათა ხელოვნების ნიმუში– სიმღერა ან მუსიკალური მელოდია სწორ შესაფერის გარემოში იყოს შესრულებული.
ბგერის სახეებია:მუსიკალური ტონი,მუსიკალური ბგერები,ხმაური და აფეთქება.
ბგერები ადამიანის თანამგზავრია,დადგენილია რომ ადამიანის არსებობისათვის ჟანგბადისა და საკვების გარდა ,აუცილებელია ბუნებრივი აკუსტიკური პირობები.აბსოლუტურ სიჩუმეში ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს.მაგრამ ისეთი ბგერები როგორიცაა ხმაური– როგორც ადამიანისათვის,ასევე ცოცხალი ორგანიზმების დაუძინებელი მტერია.
ჯგუფი იყოფა 3 ნაწილად:ფიზიკოსთა,მუსიკოსთა და მედიკოსთა.
ფიზიკოსების ჯგუფი მოიძევს ინფორმაციას ბგერებზე,მათ დამახასიათებელ სიდიდეებზე,მათ ნაირსახეობაზე.გაამზადებს ვიდეო,ანიმაციურ ჩანაწერებს ბგერიტი ტალღის შესახებ,რათა თვალსაჩინო გახდეს ბგერების,როგორც ჰარმონიულად მერხევის ასევე არაჰარმონიულად მერხევის,ანუ ხმაურის ფიზიკური დანახვა.მუსიკოსთა ჯგუფი მოიძევს ინფორმაციას და გაამზადებს ვიდეომასალას,დისკებს მსოფლიოში ცნობოლ მომღერლებზე:ტენორებზე,ბანებზე,ბარიტონებზე,სოპრანოზე და მეცოსოპრანოზე,პირველ,მეორე და მესამე ხმებზე,მუსიკალურ საკრავებზე. ერთობლივადახდენენ მათ კლასიფიცირებას სხვადასხვა დანიშნულებისა და ჟღერადობის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით. ერთობლივი გაცნობა დამუშავება და ხმების თვისებრივი ფიზიკური მახასიათებლებით დალაგება–დაჯგუფება.
მედიკოსთა ჯგუფი მოიძევს ინფორმაციას,ვიდეო მასალას ტუ როგორ განსხვავდება მომრერლის ხმის იოგები,ჩვეულებრივი იოგებისაგან, ბგერების სასარგებლო თუ საზიანო მნიშვნელობებზე,მოიძიებენ მუსიკის დადებით შედეგების შესახებ,ხმაურის უარყოფით გავლენაზე,აგრეთვე აფეთქების მავნე ზეგავლენაზე. განხილული იქნება ასევე არააკუსტიკური ბგერების სასარგებლო თვისებები.შემდეგ მოხდება ამ ინფორმაციების ერთობლივად განხილვა–შეჯამება.გაეცნობიან თუ რა ფიზიკური სიდიდით ხასიათდება თითოეული წარმოდგენილი ხმა.აქედან გამომდინარე იმსჯელებენ ხმების უნიკალურობაზე და იშვიათობაზე. მოხდება მუსიკალური საკრავების კლასიფიცირება მატი დანიშნულებისა და ჟღერადობის მიხედვით,ბგერის ფიზიკური მახასიათებლების გამოყენებით.ბოლოს ჩატრდება აქცია– კონცერტი სადაც მაყურებელს მოასმენინებენ ხარისხიან და გემოვნებიან მუსიკას,როგორც ცნობილი პოპმომღერლებისა და ოპერის მომღერლების,ასევე ხალხური სიმებიანი,ჩასაბერი და დასარტყავი ინსტრუმენტების შესრულებით.პარალელურად მოხდება მათი მოძიებული ინფორმაციების ფართო საზოგადოებოსათვის გაცნობა ბუკლეტების საშუალებითაც.


4.მონაწილეთა ასაკი:16 წელი


5.ვადები(ხანგრძლივობა):1 თვე







6.პროექტის შესაძლო აქტივობები:

  • თემის შერჩევა
  • ივტერნეტში მასალების მოძიება
  • ბლოგების შექმნა
  • დისკების და ვიდეომასალის მოძიება და მოსმენა
  • სიმღერების გაშიფვრა სინუსოიდური სკალის მიხედვით
  • ბუკლეტების შექმნა
  • სცენარების შექმნა
  • აქციის მიწყობა


7.მოსალოდნელი პროდუქტები: ბუკლეტები,ვიდეოფირები,დისკები

8.სარგებელი სხვებისათვის:ეს პროექტი სასარგებლოა იმით რომ ადამიანები ეცნობიან იმას თუ რა არი მათთვისმ სასარგებლო თუ საზიანო,ეცოდინებათ რომ ისეთი ბგერები, როგორიც ხმაური და აფეთქებაა უნდა მოერიდონ,რათა ამ ბგერების გავლენით გაუცნობიერებლად ხდება მათი ჯანმრთელობის შერყევა, ეცნობიან იმას რომ მეტად სასარგებლოა ხელოვნების ისეთი დარგი როგორიცაა მუსიკა,ამ პროექტიდან კარგად ჩანს მუსიკის არა მარტო სულიერ ღირებულებები არამედ მისი პრაქტიკული ღირებულება, რაც ადამიანებს უღვივებს ხელოვნების სიყვარულს.და რაც მთავარია,ფიზიკის ხელოვნებასთან დაკავშირება
აღძრავს არა, ზედაპირულ დამოკიდებულებით დაკმაყოფილებას, არამედ სიღრმისეულ წვდომის სურვილს ყველა საკითხისადმი,რომელსაც ყველაზე ხშირად პასუხობს სწორედ ეს მეცნიერება–ფიზიკა.


9.სამუშაო ენა ქართული


10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან - არ მყავს



11.კავშირი საგნებთან ან საგნობრივ ჯგუფებთან:ფიზიკა,მათემატყიკა,მუსიკა,ბიოლოგია

ფიზ.XI/XII

  • გეგმავს და ატარებს ცდებს მექანიკური ტალღების თვისებების გამოსავლენად,აანალიზებს მონაცემებს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს
  • მოიპოვებს ინ ფორმაციას ცოცხალი ორგანიზმების მიერ აღქმული ბგერის სხვადასხვა სიხშირული დიაპაზონის შესახებ და აკეთებს პრეზენტაციას
  • ასახელებს დოპლერის ეფექტის მაგალითებს და გეგმავს ცდასდოპლერის ეფექტის თვისებრივად და რაოდენობრივად გამოსაკვლევად,აკეთებს შესაბამის დასკვნებს
  • ადექვატურად იყენებს ტალღის მახასიათებელ სიდიდეებს შორის კავშირს ამოცანების ამოსახსნელად
  • მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს სხვადასხვა გარემოში ენერგიის გადატანას ტალღის საშუალებით.აკეთებს პრეზენტაციას

მუს.XI/XII

  • საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენიტ გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე
  • განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს,სტილს,ეპოქას
  • მუსიკის მოსმენის დროს გამოარჩევს გამომსახველობით საშუალებებს და ახასიათებს მათ
  • ახასიათებს შემსრულებელთა შემადგენლობას
  • საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების შესრულების თავისებურებებზე და ადბს მუსიკალური ნაწარმოების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას
  • იყენებს საუბრის დროს მუსიკალურ ტერმინებს
  • გეგმავს რეპეტიციებს და საჯარო გამოსვლებს
  • მონაწილეობს კონცერტში
  • გამოდის მოხსენებით
  • წარმართავს კონცერტს,ღონისძიებას

ბიოლ.XI/XII

  • ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე გამოთქვამს ვარაუდს ენერგიის გადაცემასა და ნივთიერებების მომოქცევაში ადამიანის ადგილის შესახებ
  • მოჰყავს

12.პროექტის ფასილიტატორი:ხათუნა ჩახოიანცი

13 ელ.ფოსტა - xchaxioanci@gmail.com

14 ბლოგი - xatunachaxioanci.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий